„აგენტების კანონს“ პირველი მოსმენით პარლამენტი დღეს უყრის კენჭს

საქართველოს პარლამენტში დღეს, 17 აპრილს კენჭს უყრიან ე.წ. აგენტების კანონს, რომელმაც თბილისის ქუჩებში კიდევ ერთხელ გამოიყვანა ათასობით ადამიანი. პროცედურაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა სხდომის გახსნის წინ.
პლენარული სხდომა გაიხსნა ამ კანონპროექტზე პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლებით და გაგრძელდება უმრავლესობის წევრების სიტყვებით. ამ პროცედურის გავლის შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე დადგება.
მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის წინააღმდეგობის, საერთაშორისო პარტნიორების რჩევისა და მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, აპირებს, რომ კანონპროექტი მიიღოს.
კანონპროექტის ოფიციალური დასახელებაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ – ამ კანონის მიხედვით, „უცხო ძალად“ გამოცხადდებიან საერთაშორისო დონორები, რომლებიც ბოლო წლებია აფინანსებენ ქართულ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. სწორედ ამ მედიასაშუალებებს მოუწევთ დარეგისტრირდნენ „უცხოური გავლენის გამტარებელ“ ორგანიზაციებად.
მასალა განახლდება

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!