„აგენტების კანონი“ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ „აგენტების კანონი“ საკანონმდებლო მაცნეს ვებსაიტზე გამოქვეყნდა. საქართველოს კანონმდებლობით ეს აუცილებელი პროცედურაა კანონისთვის სამართლებრივი სტატუსის მისანიჭებლად.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სახელწოდების მქონე კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნდა.
დღეს, 3 ივნისს გაირკვა, რომ ვეტოს დაძლევის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა კანონპროექტს. პროცედურის მიხედვით, სწორედ მას შემდეგ შეუძლია პარლამენტის თავმჯდომარეს დოკუმენტზე ხელმოწერა.
იმის მიუხედავად, რომ კანონის მიღებას ათასობით ადამიანი აპროტესტებს, საქართველოს პარტნიორი ქვეყნები კი ევროინტეგრაციის ხელშემშლელ ფაქტორად მიიჩნევენ, პარლამენტის თავმჯდომარემ მას „ყველაზე ქართული კანონი“ უწოდა.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „აგენტების კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა.
„არა რუსულ კანონს!“ – ამ მთავარი ლოზუნგით კანონს თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პროტესტი გრძელდება. კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.
ვეტოს დაძლევამდე ორი კვირით ადრე, 14 მაისს, როცა „აგენტების კანონი“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, საქართველოში იმყოფებოდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი. მან განაცხადა, რომ თუკი კანონპროექტი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს დააწესებს. შესაძლო სავიზო შეზღუდვებსა და სხვა სახის სანქციებზე ევროკავშირშიც ლაპარაკობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!