“აგენტების კანონის” კიდევ ორი მოწინააღმდეგე აცხადებს, რომ ჩაუსაფრდნენ

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი აცხადებს, რომ 17 მაისს, დღის 12 საათზე 5 პირბადიანი პირი დახვდა სადარბაზოსთან და დაემუქრა.
“დღეს, დღის, 12 საათზე სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი. ცოლთან და 1 წლის შვილთან ერთად ვიყავი, გვერდზე გაყვანა მომთხოვეს და სიტყვიერად დამემუქრნენ”, – წერს ის.
გარდა ამისა, ასევე “შეცვალეს” აქტივისტი ტიტე გედენიძე აცხადებს, რომ 17 მაისს მის თანამებრძოლს, ლუკა შველიძეს რამდენიმე ნიღბიანი პირი თავს დაესხა.
“კიდევ ერთი თავდასხმა, ამჯერად ჩვენს თანამებრძოლ ლუკა შველიძეზე. ოთხნი იყვნენ ნიღბებში (ეგრე მიდიან ლაჩრულად, 4 ან 5 ერთზე). ლუკა თავს კარგად გრძნობს, მოახერხა თავის დაცვა…”, – წერს ის ფეისბუქგვერდზე.
მომხდარს გამოეხმაურა თავად ლუკა შველიძეც და დაწერა, რომ მიუხედავად თავდასხმისა, თავს მხნედ გრძნობს.
“ვაგრძელებ ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად”, – ამბობს ის.
„აგენტების კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებზე, ჯერჯერობით დაუდგენელი პირების მხრიდან ბოლო დღეებში არაერთი თავდასხმა იყო. სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ძალადობის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა”.
9 მაისს მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში ოთხი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ს. მისი თქმით, თავდამსხმელები მის საცხოვრებელ სახლთან ავტომობილით იდგნენ და უთვალთვალებდნენ, თავს კი მას შემდეგ დაესხნენ, რაც დაინახეს, რომ მათ ტელეფონით უღებდა ფოტოს და ვიდეოს.
მოგვიანებით თბილისში დაესხნენ თავს და სცემეს პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრს, ბორის ჩელე ყურუასა და “ახლის” წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს.
წინა დღით, 8 მაისს ღამით, ფიზიკურად გაუსწორდნენ “აგენტების კანონის” წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობის კიდევ სამ მონაწილეს: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გია ჯაფარიძესა და აქტივისტ ლაშა ღვინიანიძეს.
ფიზიკური ძალადობის გარდა, ღამის საათებში თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან გაჩნდა წარწერები და პოსტერები.
დააზიანეს ჟურნალისტებისა და აქტივისტების ავტომობილები.