საქართველოს პარლამენტში “აგენტების კანონის” განხილვისას პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დარბაზიდან გააძევა ოპოზიციის ოთხი დეპუტატი: თინა ბოკუჩავა, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ხაბეიშვილი.
დეპუტატების დარბაზიდან გაძევებისას სხდომაზე მოკლე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, გაძევების მიზეზი დარბაზში მიკროფონის გარეშე საუბარი და შეძახილები, “არა რუსულ კანონს!”
საქართველოს პარლამენტში დღეს, 17 აპრილს არის დაგეგმილი ე.წ. აგენტების კანონის კენჭისყრა პირველი მოსმენით, რომელმაც თბილისის ქუჩებში კიდევ ერთხელ გამოიყვანა ათასობით ადამიანი. მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“, ოპოზიციის წინააღმდეგობის, საერთაშორისო პარტნიორების რჩევისა და მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, აპირებს, რომ კანონპროექტი მიიღოს.
13 თვით ადრე, კი 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.