აბუ დაბიში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა დაიწყო. ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა იმართება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში.
იქამდე შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხური მხრიდან შეხვედრას ესწრებიან სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი, ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე რუბენ რუბინიანი.
აზერბაიჯანული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი და აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი ჰიქმეთ ჰაჯიევი.
ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის წინ აშშ-მა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი მალე მიაღწევენ სამშვიდობო შეთანხმებას.
„ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საკმაოდ მალე გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება“, — განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თეთრ სახლში გამართულ პრეზიდენტის კაბინეტის სხდომაზე.
ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმება, რომლის ტექსტიც რამდენიმე თვის წინ შეჯერდა, ამ დრომდე ხელმოუწერელია.
