აბუ-დაბიში ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა გაიმართა

როგორც „არმენპრესი“ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აბუ-დაბიში გამართული შეხვედრის დროს მიესალმნენ ვაშინგტონში, -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მასპინძლობითა და მონაწილეობით გამართული მშვიდობის სამიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების განხორციელების პროცესში დაფიქსირებულ პროგრესს.
“მათ ხაზი გაუსვეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში დადებითი დინამიკის შენარჩუნებისა და წინ წაწევის მნიშვნელობას ორმხრივ ფორმატში. მხარეებმა აღიარეს, რომ ორივე საზოგადოება ყოველდღიურ ცხოვრებაში მშვიდობის რეალურ სარგებელს ხედავს. მათ კმაყოფილება გამოთქვეს ორმხრივი ვაჭრობის დაწყების, აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების უწყვეტი ექსპორტის, ასევე მესამე ქვეყნებიდან მარცვლეულის და სხვა საქონლის ტრანზიტის განხორციელების გამო, აზერბაიჯანის ტერიტორიით სომხეთის მიმართულებით. მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობების შესწავლა. ისინი ასევე მიესალმნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ურთიერთ ვიზიტებს და შეთანხმდნენ ნდობის განმტკიცების ღონისძიებების გაფართოების აუცილებლობაზე”.
ამასთან, გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და პრეზიდენტმა ალიევმა განიხილეს TRIPP-ისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, „პირისპირ“ შეხვედრას წინ უძღოდა დელეგაციების გაფართოებულ შემადგენლობაში გამართული შეხვედრა, რომელშიც სომხური მხრიდან მონაწილეობდნენ სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუბენ რუბინიანი.
აზერბაიჯანული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის საკითხებში თანაშემწე ჰიქმეთ ჰაჯიევი და პრეზიდენტის სპეციალური დავალებებით წარმომადგენელი ელჩინ ამირბაიოვი.
და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 4 თებერვალს ჩავიდნენ, რათა მიიღონ „ზაიედის“ 2026 წლის პრემია სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობის დამყარების, რეგიონში თანამშრომლობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის დღის წესრიგის თანმიმდევრული წინ წაწევისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია