აბუ-დაბიში ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა მიმდინარეობს

აბუ-დაბიში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ს შეხვედრა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის მიზანს სამშვიდობო შეთანხმების დასრულებაზე მუშაობა წარმოადგენს.
ცნობისთვის, ეს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების პირველი ოფიციალური შეხვედრაა მას შემდეგ, რაც მხარეები სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე შეთანხმდნენ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აბუ-დაბიში გუშინ, 9 ივლისს ჩავიდა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს შეხვდა.