არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში დაიწყო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მოლაპარაკება.
ბაქო და ერევანი სამშვიდობო შეთანხმების საბოლოოდ გაფორმებას ცდილობენ.
სომხეთის მთავრობის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურების მიერ გავრცელებული ფოტოს მიხედვით, შეხვედრაში მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრები და ვიცე-პრემიერები.
აბუ-დაბიში დღევანდელი მოლაპარაკების წინ მედიით გავრცელებული ცნობებით, აზერბაიჯანი და სომხეთი განიხილავენ კომუნიკაციების გახსნის, საზღვრების დემარკაციის და სხვა ჯერჯერობით გადაუწყვეტელ საკითხებს.
აზერბაიჯანი და სომხეთი სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე 2025 წლის მარტში შეთანხმდნენ, თუმცა, დოკუმენტი ოფიციალურად გაფორმებული არ არის.
ფორუმი
