აბუ-დაბიში განახლდა უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკება

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში განახლდა უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენელთა მოლაპარაკება უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე.
ინფორმაცია სამმხრივი მოლაპარაკების გაგრძელების შესახებ 4 თებერვალს შუადღისთვის სოციალური ქსელებით გაავრცელა უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა.
მოლაპარაკების განახლება რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასს” დაუდასტურა რუსეთის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა. მოსკოვის დელეგაციას ისევ გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი ხელმძღვანელობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება