აბუ დაბის კანონმდებლობით, ზარქუას, სანიკიძესა და მათ თანმხლებ პირებს პატიმრობა ან დიდი ოდენობით ჯარიმა ემუქრებათ

“მთავარი არხის” წყაროს ინფორმაციით, “ქართული ოცნების” წევრები, , ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული აბუ დაბის სასტუმროდან პოლიციის თანმხლებით გამოიყვანეს და პოლიციისვე მანქანაში ჩასვეს.

თავდასხმის დროს დაზარალებული ლაშა გაბიტაშვილი, ოლიგარქის პარტიის წევრების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს და მან შესაბამისი ჩვენება უკვე მისცა.

აბუ დაბის კანონმდებლობის მიხედვით, “ქართული ოცნების” დეპუტატებს ან თავისუფლების აღკვეთა ან დიდი ოდენობით ჯარიმა ემუქრებათ. როგორც ცნობილია, იმ შემთხვევაში თუ აბუ დაბის პოლიციამ საქმე ჯგუფური ძალადობის მუხლით აღძრა, “ოცნების” წევრებს 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, თუ ამ მუხლს დაემატება სხეულის დაზიანების მუხლიც, მაშინ სასჯელს დაემატება კიდევ ერთი ვადა, რომელიც 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, თუ საქმე აღიძრა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაზეც, ჯარიმა იქნება 5 000 – 50 000 დირჰამი, რაც დაახლოებით 13 000 დოლარია. ამასთან, თუ საქმე აღიძრა ქონების დაზიანებაზე [თეფშის სროლა და ა.შ.] უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურება და ჩართული პირები დაჯარიმდებიან 50 000 დირჰამით. საერთო ჯამში, თუ გამოძიება სისხლის სამართლის წესით დაიწყო საქართველოს პარლამენტის ალალეგიტიმური წევრების წინააღმდეგ, მაშინ მათ 5-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არ ვიცი, ნოშიკო ნამორაძე ქვეყანაშია თუ არა, კაცი ბიზნესმენია, შეიძლება ბრიტანეთში წავიდეს, შეიძლება დაბრუნდეს, ჩვეულებრივი საქმეა – ჩვენ პოლიტიკური და სხვა რაიმე ნიშნით არ ვარჩევთ ერთმანეთისგან ბიზნესმენებს

პროკურორი – იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა გელა უძილაურმა მისი თვალით ნახა და მოისმინა, რომ მას პრაქტიკულად გამოსავალი აღარ რჩება, არ გამოვრიცხავ, სასამართლოს ჩვენება მისცეს