აბუ–დაბის იზოლატორი, გამოძევება და ფული – დუბაიში ოცნების დეპუტატთა ვოიაჟის დეტალები

ტვ პირველის ცნობით, დუბაიში შესვლა ივანიშვილის მსახურებს სამუდამოდ აეკრძალათ – , გელა სამხარაული, ვიქტორ სანიკიძე და გოჩა ენუქიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების კანონების დარღვევის გამო, ქვეყნიდან გამოაძევეს. არადა, აბუ-დაბი დასავლეთის მიერ სანქცირებულ რუსეთის, ბელორუსის და სხვა დიქტატორული რეჟიმის მხარდამჭერებისთვის ნამდვილი სამოთხეა, აქ სანქციები არ მოქმედებს.
“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ზარქუა, სანიკიძე და სამხარაული თანმხლებ პირებთან ერთად აბუ-დაბიში მილიონერმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ დაპატიჟა, ბრიტანული ჯგუფის Coldplay-ის კონცერტზეც წაიყვანა,
პატიმრობისთვის თავი რომ დაეღწიათ, თითოეულს ჯარიმა 50 ათასი დირჰამი უნდა გადახდა, რაც დაახლოებით 13 ათას 600 დოლარია. “შაბათის ეთერს” წყარო უყვება, რომ გოჩა ენუქიძემ დაფარა არა მხოლოდ მისი და 3 თანაპარტიელის, არამედ მოქალაქე გიორგი გოგოლაძის ჯარიმაც. იმ ახალგაზრდის, ვინც ზარქუას დასაცავად სასტუმროს პერსონალს თავში თეფში ესროლა.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცემა, მსუბუქი დაზიანებით ექვსი თვიდან 1 წლამდე ვადით ისჯება, მაგრამ პატიმრობის ვადა ორიდან 10 წლამდე იზრდება თუ დაზარალებულს ტრავმა მიადგა. დაზარალებულ ლაშა გაბიტაშვილს დაზიანებები სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ეტყობოდა. “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, სწორედ ლაშამ უთხრა გამოძიებას, რომ პრეტენზია არ ჰქონდა, ამიტომ აბუ დაბის სასამართლო ფინანსური სანქციით შემოიფარგლა.
“შაბათის ეთერის” ინფორმაციით აბუ-დაბის იზოლატორში ოცნების წევრებმა მინიმუმ ორი ღამე გაატარეს. გვერდიგვერდ საკნებში იყვნენ დაზარალებული ლაშა გაბიტაშვილი, ოცნების ე.წ დეპუტატები და მათი მხარდამჭერი გიორგი გოგოლაძე. ანუ ექვსივეს ერთმანეთთან კომუნიკაცია თავისუფლად შეეძლოთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს