“აბსურდული” – ვაშინგტონი საქართველოს შესახებ რუსეთის დაზვერვის ბრალდებაზე

ამერიკის სახელწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე ს საგარეო დაზვერვის დღევანდელ განცხადებაზე ისაუბრა, რომლითაც მოსკოვი მტკიცებულებების გარეშე ადანაშაულებდა შეერთებულ შტატებს იმაში, თითქოს ვაშინგტონი თბილისში ხელისუფლების ცვლილებას გეგმავს.
“ეს სრულიად მცდარია. ვფიქრობ, სრულიად აშკარაა, რომ ეს არის სრულებით მცდარი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი წარადგენს მსგავს ბრალდებებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ამერიკის ჩართულობასთან დაკავშირებით, რაც სრულიად მცდარი და აბსურდულია. და მე უბრალოდ აღვნიშნავ ამ ქვეყნის, რუსეთის ირონიას, რომელსაც ახლა, ჩვენი საუბრისას, უკანონოდ აქვს ოკუპირებული საქართველოს 20 პროცენტი, და ამ აბსურდულ ბრალდებებს აყენებს სხვა ქვეყნის მიმართ”, – თქვა მან.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურომ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია იმაზე, თითქოს, ვაშინგტონი საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას გეგმავს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ინფორმაციით, ს ადმინისტრაციაში შესაბამისი გეგმა უკვე არსებობს.
“საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მიღებული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ვაშინგტონს გადაწყვეტილი აქვს მიაღწიოს ძალაუფლების შეცვლას საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე შეიმუშავა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციისთვის”, – ნათქვამია რუსეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთს არცერთი მტკიცებულებაარ წარუდგენია ამ განცხადების გასამყარებლად. განცხადება კი 9 ივლისს გამოქვეყნდა, ნატოს სამიტის პირველ დღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე – ელჩმა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, თავისი სამინისტროც და შეიძლება უხერხულობის მასშტაბი უფრო დიდი იყოს – ეჭვები ძლიერდება იმის ფონზეც, რომ გერმანულ სტრუქტურებს სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება ახასიათებთ

შალვა პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე – ყველამ თავისი ყურით კიდევ ერთხელ მოისმა ის დანაშაულები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს – სექტემბერში უკვე პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, მთლიან დოკუმენტს გაეცნოს, იმსჯელოს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს

ირაკლი კობახიძე ერთსქესიანთა ქორწინებაზე – ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გვჭირდება – შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება გვახსენებს, რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ მომავალში