„აბსოლუტურად მიუღებელია“ — იოსელიანი „ნახმარ სახეებზე“ კომენტარს გამოეხმაურა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმაურება „ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ბაქრაძის გამონათქვამს, როცა მან მმართველი პარტიის წევრთა მისამართით ფორმულირება „ნახმარი სახეები“ გამოიყენა.
სახალხო დამცველის შეფასებით მსგავსი რამ აბსოლუტურად მიუღებელია.
„სულ რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნე განცხადება და მოვუწოდე ყველა პოლიტიკოსს და პარტიას თავი შეიკავონ სიძულვილის ენისგან, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როცა საქმე ქალ პოლიტიკოსებს ეხება. ის რაც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენლის ლაშა ბაქრაძისგან მოვისმინე, აბსოლუტურად მიუღებელია.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოს – არ გამოიყენონ სიძულვილის ენა, პატივი სცენ სხვის გამოხატვის თავისუფლებას და არ დაუშვან ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების ტირაჟირება“, — განაცხადა სახალხო დამცველმა.
„არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს, როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენ გვერდით. დღეს თქვენ დაინახეთ ქალბატონი თინა, თამარი, სოფო. აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა, ბოდიშით და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“, — განაცხადა მ, როდესაც ვასო გოძიაშვილის პარკში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიოდა.
ლაშა ბაქრაძე ირწმუნება, რომ მისი ნათქვამი არ მიემართებოდა კონკრეტულად ქალებს და არც სექსუალური კონოტაციის მატარებელი ყოფილა.
ლაშა ბაქრაძის სიტყვებს „ქართული ოცნების“ არაერთი სახე გამოეხმაურა.
„ლაშა ბაქრაძეს, ამ კაცს, ინტელიგენტად მოჰქონდა თავი და რა განცხადებაც გააკეთა მან გუშინ, რა თქმა უნდა, არის დასაგმობი ყველას მხრიდან. აქაც გამოჩნდება კონკრეტული ორგანიზაციების თუ სუბიექტების ობიექტურობა-არაობიექტურობა“, — თქვა პრემიერმინისტრმა მ.
„წითელი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლად“ და „ბოლშევიკების ტრადიციების გამგრძელებლად“ მოიხსენია ლაშა ბაქრაძე ნინო წილოსანმა და თავის მხრივ შეურაცხმყოფლად მოიხსენია ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ქალები, თინა ბოკუჩავა, თამარ კორძაია და .
ლაშა ბაქრაძის გამონათქვამზე და გამოხმაურებებზე კომენტარი გააკეთა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტმა ანა თავხელიძემ.
„დისკუსიაც კი არ შეიძლება ლაშა ბაქრაძის უკიდურესად სექსისტურ ფრაზაზე, რაც ცხადი ინდიკატორია, როგორი „ხელისუფალი“ იქნება ის.
აღნიშვნას იმსახურებს გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელის გამოხმაურება, რომელმაც აქამდეც მილიონჯერ გაამართლა მისი თანაგუნდელი კაცების არანაკლები სექსისტური გამონათქვამები ოპოზიციონერი ქალების მიმართ, მაგრამ ახლა ბაქრაძის ნათქვამ ფრაზას დაუპირისპირა ოპოზიციონერი ქალების ლანძღვა. ამის ფასი მართლა არაფერი დაგვიშავებია“, — წერს უფლებადამცველი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე.