„აბსოლუტურად არასერიოზული თემაა სანქციებზე საუბარი“ – ირაკლი კობახიძე

პრემიერმა მ განაცხდა:
„აბსოლუტურად არასერიოზული თემაა სანქციებზე საუბარი, ვინც არ უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება, იქნება არასერიოზული და კონტრპროდუქტიული. რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტას, ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი. როცა თემა არის არასერიოზული რა თქმა უნდა, დიდად ასეთ თემას ჩვენ ვერ ჩავუღრმავდებით“, – განაცხადა ირაკლი მ.
მისივე თქმით, ქართველი მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციებიც იყო აბსოლუტურად არასერიოზული.
„თქვენ გახსოვთ, თავის დროზე დაწესდა სანქციები 4 მოსამართლეზე, ეს იყო სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე. ესეც იყო აბსოლუტურად არასერიოზული ნაბიჯი და მას ჰქონდა აბსოლუტურად ნული ეფექტი, მხოლოდ კონტრპროდუქტიული იყო. მხოლოდ ამერიკისთვის იყო დამაზიანებელი. როდესაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე 4 მოსამართლეს დაუწესეს სავიზო შეზღუდვები, ამან დააზიანა მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის იმიჯი საქართველოში. მტკიცებულებები მოვითხოვეთ და ვერ წარმოადგინეს, ასეთი რაღაცები აზიანებს ამერიკის იმიჯს.
მოსამართლე უნდა იყოს ყველაზე მეტად დაცული საჯარო მოსამსახურე, ფართო გაგებით, მოსამართლეც არის საჯარო მოსამსახურე – ყველაზე მკაცრად უნდა იყოს დაცული. მაგალითად, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც ეფუძნება ე.წ. ბანგალორის პრინციპებს და მოსამართლის დასჯა დისციპლინური წესით დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს გამონაკლის შემთხვევაში. ასეთ დროს კონკრეტული სახელმწიფო ჩვენს მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ასანქცირებს. ეს არის სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა, ეს არის სამართლის უზენაესობის პრინციპის უხეში დარღვევა, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის უხეში დარღვევა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აზიანებს -ის ინსტიტუციების იმიჯს, რაც ძალიან სამწუხაროა. მტკიცებულების გარეშე სხვა როცა ასანქცირებს მოსამართლეებს, ეს აზიანებს მხოლოდ სანქციის დამწესებლის იმიჯს“

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”