აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას, სადაც 2 ცათამბჯენის აშენება იგეგმება, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს

აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას, სადაც ორი ცათამბჯენის აშენებაა დაგეგმილი, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს. საკრებულოს სხდომაზე ზონის ცვლილებას მხარი 29 დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი იყო.
გადაწყვეტილების მიხედვით, 33 447 კვ.მ ფართობის ტერიტორიას საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა. მანამდე სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი ჰქონდა და აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მშენებლობა აკრძალული იყო. ახალი ფუნქციური ზონის პირობებში კი, დაგეგმილი 2 ცათამბჯენის აშენება დასაშვები გახდა.
ფუნქციური სტატუსი არ შეცვლია ლაგუნა ვერეს და ის სარეკრეაციო ზონად რჩება.
ასევე ნახეთ:
· “ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე ცათამბჯენები აშენდება | წინააღმდეგობის მიუხედავად, საკრებულომ პროექტი დაამტკიცა