აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას, სადაც ორი ცათამბჯენის აშენებაა დაგეგმილი, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს. გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ ცოტა ხნის წინ მიიღო, ხმები ასე გადანაწილდა – 29 მომხრე, 3 წინააღმდეგი.
ამ გადაწყვეტილებით, 33 447 კვ.მ ფართობის ტერიტორიას საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა. იქამდე ჰქონდა სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი, რომელიც აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მშენებლობას კრძალავდა.
ახალი ფუნქციური ზონის პირობებში კი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე ორ ცათამბჯენის აშენება დასაშვები გახდა.
ფუნქციური სტატუსი არ შეცვლია ლაგუნა ვერეს და ის სარეკრეაციო ზონად რჩება.
