„აბრეშუმის გზის პროექტში, საქართველო საერთაშორისო ბაზრისთვის ყველაზე სანდო პარტნიორია“ – ვასილ ბაბლუანი

„აბრეშუმის გზის პროექტში, საქართველო საერთაშორისო ბაზრისთვის ყველაზე სანდო პარტნიორია“ – ვასილ ბაბლუანი
აბრეშუმის პროექტი საერთაშორისო ბაზარზე ძალიან აქტუალურია. როგორც ესპანურ-ქართული ბიზნეს ალიანსის (SGBA) დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ვასილ ბაბლუანი გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” აღნიშნავს, ალტერნატივების ეპოქა დადგა, ხოლო “აბრეშუმის გზის” პროექტის ჭრილში საქართველო საერთაშორისო ბაზრებისთვის ყველაზე სანდო პარტნიორია.
“აბრეშუმის პროექტი საერთაშორისო ბაზრისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება. მოგეხსენებათ კოლუმბიამ ჩინეთთან გააფორმა მემორანდუმი, სადაც ნახსენებია, რომ კოლუმბია “აბრეშუმის გზის” პროექტში ერთვება. სამხრეთ ამერიკიდანაც კი დაიწყეს, ამ გზასა და ბაზარზე საუბარი. ალტერნატივების ეპოქა დადგა – ვიტყოდი, რომ “აბრეშუმის გზა” ყველაზე საინტერესო ალტერნატივაა, საქართველო კი, ყველაზე სანდო პარტნიორი. დღეს ჩვენი ქვეყნიდან საერთაშორისო პარტნიორებს 500 მილიონიან ბაზარზე გასვლას ვთავაზობთ. მინდა ასევე გითხრათ, რომ ასევე შუა აზიის ქვეყნები, მათი კომპანიები ძალიან აქტუალურია”, – განაცხადა ვასილ ბაბლუანმა.
ამასთან, SGBA-ს დამფუძნებელმა ესპანეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ესპანელი ექსპერტები საქართველოს, როგორც ბიზნესს ჰაბს ისე ხედავენ.
“ესპანეთს საერთაშორისო ბიზნესის კეთების ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. დღეს ევროპული მაიამი მადრიდი არის. აღნიშნულ ქვეყანას, სხვადასხვა, კონტინენტზე ბიზნესის კეთების გამოცდილება აქვს. რა თქმა უნდა, ევროპული გამოცდილება ქართული ბიზნესისთვის აუცილებელია, რადგან სექტორული განვითარება ძალიან მალე გვქონდეს”, – აცხადებს ვასილ ბაბლუანი.
bp.ge