„აბრეშუმის გზის დღის წესრიგის აღდგენის პროცესის საპირწონედ, ხდება შემოტევები ევროპის წინააღმდეგ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ“ – თეიმურაზ ზაქრაძე

ზანგეზურის პროექტით -ის დაინტერესებას ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ს ინტერესების დაცვას უკავშირებს თეიმურაზ ზაქრაძე. ,,ჰარმონიული გლობალიზაციისა და მართვის ინსტიტუტის“ დირექტორი მიიჩნევს, რომ ამერიკა ცდილობს ხელი შეუშალოს მსოფლიოში მრავალ პოლუსიანი დღის წესრიგის შექმნას, მიზნის მისაღწევად კი ის ცდილობენ კავკასიის რეგიონი ხელოვნურად გახლიჩოს, რაც თეიმურაზ ზაქრაძის შეფასებით შეუძლებელია. მისი განმარტებით, რეგიონის სამი ქვეყანა (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი) მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული და აშშ-ის მიერ დამოუკიდებლად თუ ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილებები რეგიონის მთლიანობას ვერ შეარყევს. ,,ჰარმონიული გლობალიზაციისა და მართვის ინსტიტუტის“ დირექტორი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ რუსეთს არ სურს აბრეშუმის გზის აღდგენა, რაშიც მას ტრამპის ადმინისტრაცია ეხმარება.
,,ასეთი ცალმხრივი გადაწყვეტილებებით, კავკასიის რაღაცნაირად გახლეჩა გეოპოლიტიკურად შეუძლებელია. ჩვენ, ეს სამი ქვეყანა, რომლებიც ვართ კავკასიის ქვეყნები ძალიან ერთიანები ვართ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ამიტომ, ყველასთვის მოგებიანია აბრეშუმის გზის წესრიგი. გარდა ზანგეზურის დერეფნისა, საქართველოზე მინიმუმ 9 დერეფანი გადის, ამიტომ ეს არის გეოპოლიტიკური თამაშები, რომელსაც მოსკოვის დაკვეთით აწარმოებს ტრამპის ადმინისტრაცია. ეს ძალიან ვრცელი თემაა. ტრამპი ყოველთვის ევროპის საპირისპირო ქმედებებს ახორციელებს. ეს ყველაფერი არის იმის დადასტურება, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან არ არის დაინტერესებული, რომ ახალი წესრიგი შედგეს ჩვენს კონტინენტზე. ტრამპის მიზანია, რომ მსოფლიო მაქსუმუმ 2-3 პოლუსიანი იყოს. ამაში ხედავს ტრამპი ამერიკის სიდიადეს. მაგრამ, მრავალ პოლუსიანი სამყაროს გეოპოლიტიკური წესრიგი დაწყებულია ჯერ კიდევ ობამას დროიდან და მრავალპოლარული სამყარო მოიცავს 2-3 კი არა 10, 15 და 30 პოლუსის არსებობას დედამიწაზე. ეს ბუნებრივი პროცესია. გლობალიზაცია არის ერების განვითარების საფუძველი. ასეთი ვიწრო, რამდენიმე სახელმწიფოს ხელში მსოფლიოს ბედის ყოფნა გამორიცხული ამბავია. ტრამპის ადმინისტრაცია რასაც აკეთებს ეწინააღმდეგება მრავალპოლარული სამყაროს გეოპოლიტიკურ წესრიგს და ეწინააღმდეგება კონტინენტზე აბრეშუმის გზის წესრიგის აღდგენას.“- აცხადებს თეიმურაზ ზაქრაძე.
,,ჰარმონიული გლობალიზაციისა და მართვის ინსტიტუტის“ დირექტორი მიიჩნევს, რომ ზანგეზურის დერეფნის ამერიკული კომპანიისთვის გადაცემის იდეა სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის მისაღები არ იქნება, რადგან ისინი ამ პროექტიდან მიღებულ სარგებელს სრულად ვერ აითვისებენ. თეიმურაზ ზაქრაძე მიიჩნევს, რომ ამერიკის ელჩის განცხადებით დასტურდება შეერთებული შტატების სურვილი, რომ მან საუკუნით მიიღოს ზანგეზურის დერეფნის მართვის საშუალება.
,,ამერიკის ელჩის განცხადებას მივაქციოთ ყურადღება. ზანგეზურის დერეფნის 100 წლიანი იჯარით აღება უნდათ ამერიკული კომპანიისთვის. ანუ ეს არის მცდელობა, რომ ამერიკამ თავისი თათი დაადოს ამ პროექტს საუკუნის განმავლობაში. აბრეშუმის გზის მთლიანად განვითარება უფრო მრავალფუნქციური და მრავალმხრივია. დადებითი მომენტი არის ის, რომ შეიძლება ჩვენი მეზობლები შერიგდნენ და მშვიდობიანი ხელშეკრულება გააფორმონ ერთმანეთთან. ამას ძალიან დიდი და კარგი მნიშვნელობა ექნება. მაგრამ, თვითონ აზერბაიჯანსა და სომხეთს არ მგონია, რომ მოეწონოთ, რომ ამ დერეფნით სარგებლობით დივიდენდებს სხვა პირები მიიღებენ და არა ისინი, როგორც სახელმწიფოები. ამიტომ, ამ მხრივ ძალიან პესიმისტურად არ ვიქნებოდი განწყობილი.“- აცხადებს თეიმურაზ ზაქრაძე.
,,ჰარმონიული გლობალიზაციისა და მართვის ინსტიტუტის“ დირექტორი აცხადებს, რომ აბრეშუმის გზას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს ქვეყანას აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი ფუნქცია აქვს, რის წართმევასაც საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა იმპერია ცდილობდა. საქართველოსთვის ორ კონტინენტს შორის დამაკავშირებლის ფუნქციის ჩამორთმევას რუსეთი ცდილობს, რომელსაც თავისი მოტივები და მიზნები ამოძრავებს.
,,საქართველოსთვის ეს (აბრეშუმის გზა) ნიშნავს ყველაფერს. ჩვენ აბრეშუმის გზის კარიბჭე ქვეყანა ვართ. ჩვენ ვართ მთავარი დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის. ამ ფუნქციას გვეცილებოდა ბიზანტია. შემდეგ გვეცილება მოსკოვი. მაგრამ ყველაზე ბუნებრივი დამაკავშირებელი და ყველაზე სამართლიანი, მშვიდობიან დამაკავშირებელი არის მხოლოდ საქართველო და კავკასია. კავკასია ბრუნდება გეოპოლიტიკურ რუკაზე, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი. აღმოსავლეთ პარტნიორობა ბალტიიდან შავ ზღვამდე არის მთავარი გეოპოლიტიკური ღერძი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამომავლოდ მსოფლიოს მშვიდობიანი და ნორმალური განვითარება. ეს არის ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი მიზნები. ამიტომ ევროპა ს და კავკასიას აუცილებლად დაიცავს. ის რაც ხდება დღეს, მაგალითად უკრაინის ირგვლივ გაერთიანებული ევროპა, ბრიტანეთის თამადობით და მთლიანად აღმოსავლეთ ევროპის დასაცავად გაერთიანებული ევროპა, ეს არის გეოპოლიტიკური ფუნდამენტური პროცესი, აბრეშუმის გზის დღის წესრიგის აღდგენის პროცესი და ამის საპირწონედ ხდება შემოტევები ევროპის წინააღმდეგ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ. ხომ აშკარაა? ტრამპი უკრაინას ხან აძლევს იარაღს ხან არა.”- აცხადებს თეიმურაზ ზაქრაძე.