აბორტის უფლება საფრანგეთში კონსტიტუციით გაამყარეს

780 ხმით 72-ის წინააღმდეგ – საფრანგეთის პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა, რომლითაც ქალებს მისცა “გარანტირებული თავისუფლება” აბორტზე. ამით საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც აბორტის უფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული.
ცვლილების მოწინააღმდეგეების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, ამ გადაწყვეტილებას საფრანგეთის პარლამენტში ოვაციებით შეხვდა.
BBC-ს ცნობით, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადაწყვეტილებას “საფრანგეთის სიამაყე” უწოდა.
აბორტი საფრანგეთში 1975 წლიდან ლეგალურია. ამის მიუხედავად, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, გაბრიელ ატალი თვლიდა, რომ აბორტის უფლება “საფრთხის ქვეშ” იყო.
“ჩვენ ვუგზავნით მესიჯს ყველა ქალს – შენი სხეული შენ გეკუთვნის და არავის შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება შენ ნაცვლად” – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა კენჭისყრის დაწყებამდე.
დისკუსიები აბორტის უფლებაზე საფრანგეთში მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც -ს უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური გარანტია გააუქმა. 2022 წლიდან აშშ-ში, შტატებს უფლება აქვთ ინდივიდუალურად განსაზღვრონ აბორტის კანონმდებლობა – შეზღუდონ ან საერთოდ აკრძალონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმეზე მოწმე პოლიციელი – ერთ-ერთი გაქცევისას, როცა ფარს ვურტყამდით ხელკეტებს, რომ ისინი შეგვეშინებინა და უკან წასულიყვნენ, ქვა მესროლეს ფეხში, თაბაშირში მქონდა ორი კვირა – არ შემიმჩნევია, ვინ მესროლა