აბონენტებს, რომლებსაც თბილისში წყალი გრაფიკით მიეწოდებოდათ, წყალმომარაგება დღეიდან სრულად აღუდგებათ – GWP

აბონენტებს, რომელთაც თბილისში წყალი გრაფიკით ჰქონდათ, წყალმომარაგება დღეიდან სრულად აღუდგებათ.
სოფელ წიწამურის მიმდებარედ ცენტრალურ მაგისტრალურ მილსადენზე სამუშაოები დასრულებულია.
GWP-ის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს მილსადენის რეცხვა, რის შემდეგაც, ქსელის ლაბორატორიულად შემოწმებული სასმელი წყლით შევსება დაიწყება.