აბიტურიენტები 1-ზე მეტ ფაკულტეტს და უნივერსიტეტს ვეღარ აირჩევენ – მინისტრის მოადგილე

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ივანიშვილის განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განსახილველი ცვლილებები წარადგინა.
მისი თქმით, ახალი მოდელის მიხედვით, აბიტურიენტები ერთზე მეტი ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის არჩევას ვეღარ შეძლებენ, რადგან მთავარი ამოცანა იქნება მხოლოდ მაღალქულიანი სტუდენტების მოხვედრა.
“დღეს არსებული მოდელის მიხედვით, თქვენ იცით, რომ როდესაც სტუდენტი ხაზავს სასურველ ფაკულტეტებს, მას აქვს ვარიანტები, რომ რამდენიმე უნივერსიტეტი მოხაზოს და საბოლოო ჯამში, ის თუ ვერ მოხვდა თავისი ქულების მიხედვით პირველ უნივერსიტეტში, ან მეორეში მოხვდება, ან მესამეში, ან მეოთხეში და რეალურად ამით ხარისხი, მოგეხსენებათ, ვარდება.
ახალი მოდელის მიხედვით, ამის საშუალება არ იქნება, ანუ მთავარი ამოცანა იქნება, რომ მხოლოდ მაღალკვალიფიციური, მაღალი ქულების მქონე სტუდენტები მოხვდნენ, რადგან ჩვენთვის ფუნდამენტური ამოცანაა, რომ ხარისხი გავზარდოთ ამ მიმართულებით.” – თქვა გაბისონიამ.