“აბდალაძე ღირსეული ადამიანია, ალბათ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა” – მამუკა მდინარაძე

აბდალაძე არის ძალიან ღირსეული ადამიანი და ალბათ, სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფის, გიორგი აბდალაძის მიერ სამსახურის დატოვების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, საერთოდ არ გაჰკვირვებია მისი გადაწყვეტილება.
„უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი „ნაცური“ გადაწყვეტილება. მეტი არაფერი. პოლიციელზე და საკუთარ მამაზე თავდამსხმელს, როდესაც იწყალებ, ეს უკვე შენი პოლიტიკური მრწამსის შემადგენელი ნაწილია. არ უნდა დაგვავიწყდეს წინა პერიოდში ვინ შეიწყალა, მის შეწყალებულთა სია გაიხსენეთ და ამით უკვე დასკვნები მარტივი გამოსატანია“, – აღნიშნა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფმა, გიორგი აბდალაძემ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება“.