ბიძინა ივანიშვილი ,,იმედთან” ინტერვიუში აცხადებს:
,,უკრაინაც 2022-ში, ვნახეთ მზადება როგორი იყო, როგორ უნდოდათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ზუსტი რიცხვი ომის დაწყების განსაზღვრული არავის არ ჰქონდა წინამდებარე პერიოდსაც თუ გავიხსენებთ, ვიცოდი, რომ რაღაც საშინელება უნდა დატრიალებულიყო, ვუყურებდი ტელევიზორს.
არავინ არ იცოდა, ზუსტად ეს ომი როდის დაიწყებოდა, რაღაც თვეებში და კვირეებში ვერავინ ვერ გეტყოდათ ამას.
აბა, გაიხსენეთ, გახარია, 2021 წელს რატომ გადადგა ისე სასწრაფოდ პრემიერმინისტრი? რა თქმა უნდა [იყო კავშირი] ამ მოვლენას ელოდებოდნენ სწორედ, რომ საქართველოს ჰქონოდა მზაობა ომში ჩასართავად.
ქართული ოცნება არ იომებდა, იცოდნენ და როგორმე ქართული ოცნება უნდა ჩაეშალათ, ეს გააკეთებინეს გახარიას, შედეგი ვერ მიიღეს აქაც, საბედნიეროდ, ჩვენ მოვახერხეთ მობილიზება, მე მომიწია პოლიტიკაში დაბრუნება, ახალი წასული ვიყავი, ასე ახლოს არ ველოდი თუ განვითარდებოდა, თვითონაც არ იცოდნენ ეს როგორ დაიწყებოდა და როგორ მოხდებოდა, მაგრამ ეს რომ უნდა მომხდარიყო, რაც დაიწყო 2022 წლის თებერვალში, რა თქმა უნდა, ვინც ამას გეგმავდა, მას ეს ჰქონდა გაცნობიერებული, ზუსტი თარიღი არ იცოდა, ამისთვის ამზადებდნენ საქართველოს, ეს იყო გახარიას გადადგომის მიზეზიც.
სხვა დანარჩენი მიზეზები არ ჩანს, იქ ნაციონალური მოძრაობის რაღაც მელია არ დაიჭიროთ და რაღაც ზღაპრები იყო, მაგრამ მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ჩამოსულიყო ქართული ოცნების ხელისუფლება და მოსულიყვნენ ისეთები, ვინც საქართველოს მყისიერად ჩართავდა ომში, ეს მცდელობები გრძელდება დღესაც და გრძელდება დაჟინებით. ესაა ძირითადი საფრთხე, ამიტომაც არ გვაქვს არანირი გადაცდომის ელემენტარული რესურსი.”