აბაშიძე: …მეტყველებს იმაზე, რომ სხვა საპროტესტო რესურსი არ გააჩნიათ

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მოსამართლეებთან დაკავშირებით ქუჩებში გაჩენილი წარწერების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
ანალიტიკოსის თქმით, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ფსევდოლიბერალებს სხვა საპროტესტო რესურსი არ გააჩნიათ.
მისივე თქმით, ასეთი ‘ლუზერების’ გარე დაფინანსება იმის მანიშნებელია, რომ დამფინანსებელები საერთოდ არ იცნობენ საქართველოში არსებულ რეალურ განწყობებს.
“ფსევდოლიბერალების “ბაბლის” მიერ მოსამართლეების ვითომ “გაშავების” კამპანია ქუჩებში წარწერებით, მეტყველებს იმაზე, რომ სხვა საპროტესტო რესურსი უსამშობლოებს არ გააჩნიათ. დაობებული “კმარას” ეს მეთოდები მოუძველდათ მხოლოდ გრანტების მადიდებელ ტრაგიკომიკურ პერსონაჟებს. ხოლო ყველაფერში ასეთი ‘ლუზერების’ გარე დაფინანსება იმის მანიშნებელია, რომ დამფინანსებელები საერთოდ არ იცნობენ საქართველოში არსებულ რეალურ განწყობებს.”- წერს გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს