წარმოუდგენელი რეალობაა, რომ 21-ე საუკუნეში, ბრიუსელის ევროკრატებში, ექსტრემიზმია ჩაბუდებული, რაც თავად აღიარა ევროკომისარმა ბორელმა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბრისას.
სლოვაკეთის მთავრობის მეთაურზე თავდასხმამ ევროპის საჯარო სივრცეში მკაფიოდ წარმოაჩინა, რომ მიუღებელი ძალადობრივი ქმედებები კონტინენტის გამაოგნებელ პოლიტიკურ დღის წესრიგად იქცა. სხვადასხვა მედიაპლატფორმიდან თუ სოცქსელებიდან ისმის სამარცხვინო ფსევდოლიბერალების განცხადებები – “ფიცომ რაც დაიმსახურა, ის მიიღო”.
თუმცა, ამ პათოსს ბრიუსელის ევროკრატიაშიც იზიარებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სწორი ნაბიჯი გადადგა და პრევენციის მიზნით, ევროჩინოსნის ამ უკიდურესად ავაზაკური მუქარის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდა.
ცხადზე ცხადია, რომ საქართველოს დამორჩილების მიზნით, ვერაგი გლობალური ომის პარტია უკადრებელსაც იკადრებს ყოყმანის გარეშე, თუმცა მედგარ, ერთიან ქართველ ერს, ეს ბინძური ძალა ვერაფერს დააკლებს.