აბაშიძე: ‘აუტსაიდერები' რომ არიან, მათივე ფსევდო-კვლევებითაც დასტურდება

ე.წ. NGO, რომელიც მუდმივად თავს ესხმის სახელმწიფოს ინსტიტუტებსა და კანონმდებლობას და მალავს საკუთარი უცხოური დაფინანსების მიზნებს, არის საქართველოსთვის უცხო სხეული, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
იგი ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას – “თუ „ენჯეოები” ფიქრობენ, რომ ორი აზრი უნდა არსებობდეს ქვეყნის სუვერენიტეტზე, მაშინ უკვე გასაგებია რასთან გვაქვს საქმე. ეს არის სწორედ ის მავნე გავლენა, რაც აქვს ას პროცენტიან უცხოურ დაფინანსებას”. ანალიტიკოსის თქმით, აღნიშნული არასამთავრობოები მტრული ელემენტები არიან, იქ დასაქმებულები კი უსამშობლო ფულის მონები.
“ე.წ. NGO, რომელიც მუდმივად თავს ესხმის სახელმწიფოს ინსტიტუტებსა და კანონმდებლობას და მალავს საკუთარი უცხოური დაფინანსების მიზნებს, არის საქართველოსთვის უცხო სხეული. ‘აუტსაიდერები' რომ არიან, მათივე ფსევდო-კვლევებითაც დასტურდება.
‘ნაცენჯეობი', რომელთა ფართო საზოგადოებაზე გავლენა ნულია, მოითხოვენ ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობას, კონსტიტუციურ ინსტიტუტებს ვითომ “აშავებენ” და მაინც ფინანსდებიან გარედან, არიან მტრული ელემენტები. ხოლო ასეთ არასამთავრობოებში დასაქმებულნი წარმოადგენენ უსამშობლო ფულის მონებს. მათი უმეტესობის ერუდიციის შეფასებას ამჯერად უკომენტაროდ დავტოვებ.” – წერს აბაშიძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს