აბაშაში სამგზავრო ავტობუსი და ტურისტების მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა | სავარაუდოდ არის მსხვერპლი

აბაშაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არსებული ინფორმაციით, უცხოეთის მოქალაქე ემსხვერპლა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ინფორმაციას “გურია ნიუსი” ავრცელებს.
შემთხვევა სოფელ მარანთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მინივენი შეეჯახა, რომელსაც უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.