აბას არაღჩი – -ის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენი სამიზნე რეგიონში განლაგებული ამერიკული ძალები იქნებიან და არა რეგიონის ქვეყნები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ირანი და შეერთებული შტატები მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩატარებაზე შეთანხმდნენ, თუმცა თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.
Al Jazeera-სთან ინტერვიუში, კითხვაზე, არსებობს თუ არა -სთან ომის შესაძლებლობა, არაღჩიმ უპასუხა, რომ შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ ირანი მზად არის როგორც მშვიდობისთვის, ასევე ომისთვის.
„ამერიკელებს და რეგიონის ქვეყნებს ვეუბნებით, რომ [აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში] ჩვენი სამიზნე იქნება რეგიონში განლაგებული ამერიკული ძალები და არა რეგიონის ქვეყნები – და ამათ შორის განსხვავებაა“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორ მხარეს შორის ნდობის საკითხს და განაცხადა, რომ გასული წლის ომის გამო, ნდობის აღდგენისთვის ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…