აბას არაღჩიმ ტრამპის განცხადებას უპასუხა

პრეზიდენტ ტრამპის გზავნილი, რომელზეც, სავარაუდოდ, გავლენა იქონიეს მათ, ვისაც დიპლომატიის ეშინია ან შეცდომად მიაჩნია, არის არასაჭირო, უგუნური და სახიფათო. როგორც წარსულში, ირანის დიდებული ხალხი მტკიცედ უარყოფს ნებისმიერ ჩარევას მათ შიდა საქმეებში. ანალოგიურად, ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში არიან და ზუსტად იციან, სად უნდა მიიმართონ ირანის სუვერენიტეტის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში“ – ამბობს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ტრამპის განცხადების საპასუხოდ.
დღეს ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა:
“თუ ირანი მშვიდობიან მომიტინგეებს ესვრის და ძალადობრივად დახოცავს, რაც მათი ჩვეულებაა, ამერიკის შეერთებული შტატები მათ დასახმარებლად მოვა. ჩვენ მზად ვართ. ჩვენი შეიარაღება მზადყოფნაშია” – დაწერა ტრამპმა.