აბასის აზრით, გაეროში აშშ-ს ვეტო მას ისრაელის “ომის დანაშაულების” თანამონაწილედ აქცევს

პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის აზრით, -ს მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე დადებული ვეტო ვაშინგტონს ს “ომის დანაშაულების” თანამონაწილედ აქცევს.
“პრეზიდენტმა ამერიკის პოზიცია შეაფასა როგორც აგრესიული, ამორალური და ჰუმანიტარული ღირებულებებისა და პრინციპების უხეშად დამრღვევი”. – წერია აბასის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აბასის თქმითვე, ღაზის სექტორში პალესტინელი ბავშვების, ქალებისა და მოხუცების სიკვდილზე პასუხისმგებლობას აშშ-ს აკისრებს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს ღაზაში ისრაელსა და ჰამასს შორის ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვეტო 8 დეკემბერს დაადო.
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი ც, რომელმაც გააკრიტიკა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოში წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე აშშ-ს მიერ ვეტოს დადება და თქვა, რომ საბჭო რეფორმირებას საჭიროებს.