აბასთუმანში მუსიკალური სკოლის შენობა აუქციონზე იყიდება

აბასთუმანში ასათიანის ქ#45-ში მდებარე მუსიკალური სკოლის შენობა აუქციონზე იყიდება. მიმდინარე ფასი 340 113 ლარია. აუქციონი 29 თებერვალს გამოცხადდა და 12 მარტს დასრულდება.
მიწის ფართობია 373 კვ.მ, საპრივატიზაციოდ წარმოდგენილ შენობა ნაგებობაში განთავსებულია სამუსიკო სკოლა, შემსყიდველი ვალდებულია მაისის ბოლომდე ხელი არ შეუშალოს აღნიშნული სკოლის ფუნქციონირებას.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში გამოცხადდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურში და ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
თუ გამარჯვებულმა ოქმის გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ გადაიხადა ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების საფასური, ამ შემთხვევაში აუქციონი ითვლება ჩაშლილად.

ასევე დაგაინტერესებთ