
“მეორე ჭორს კიდევ უარესია. მაღალი თანამდებობის ადამიანებისგან მომისმენია, რომ ივანიშვილის მმართველობის საქართველოში ФСБ-ს მაღალი რანგის ოფიცრები მუდმივად იმყოფებიან. როგორც მითხრეს, ისინი ყალბი დოკუმენტებით კვეთენ საზღვარს, გარკვეული დრო ჩერდებიან და ბრუნდებიან, მერე მოდის შემდეგი ცვლა. როგორც ჩანს ისინი რაღაცნაირად აკონტროლებენ, თანამშრომლობენ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ინარჩუნებს დემოკრატიის საწყისებს, და ყველაფერი ჯერ არ არის დაკარგული, ვხედავთ, რომ საქართველო სერიოზულად იწყებს პუტინის გზით მოძრაობას. უცხოეთის გავლენის აგენტების კანონი გადახატულია რუსული კანონიდან, და არა მხოლოდ ეს კანონი, ვხედავთ მოქმედებათა ასლს, რომელიც პუტინის მიერ
რუსეთის დამონების სცენარს იმეორებს და ამას ვხედავ ძალიან ნათლად” | განაცხადა გენადი გუდკოვმა.