ФСБ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციის კონფერენცია თბილისში – ვინ დაარღვია ოკუპაციის შესახებ კანონი?

ФСБ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციის კონფერენცია თბილისში – დარღვეულია ოკუპაციის შესახებ კანონი. ამას ადასტურებს როგორც ოკუპირებულ ცხინვალში გამართული კონფერენცია, ასევე თბილისში ჩამოსულ სტუმრების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
თბილისში მიმდინარე კონფერენციის სტუმრების სიაშია ს მოქალაქე ვალენტინა კომლევა, რომელიც თბილისში ჩამოსვლამდე სამი დღით ადრე ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა და ამის ამსახველი ფოტომასალა ვრცელდება.
შესაბამისად, კომლევას, რომლემაც თბილისში კონფერენცია გახსნა, დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი:
ფოტო ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებული კონფერენციიდან
ФСБ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციის მიერ თბილისში ჩატარებული კონფერენციის დღის წესრიგში პირდაპირ წერია, რომ ვალენტინა ვიაჩესლავოვნა კომლევამ გახსნა კონფერენცია და მისასალმებელი სიტყვისთვის 5 წუთი ჰქონდა გამოყოფილი და მან შეკრებილებს 11:00 საათზე მიმართა.
არიან მომხსენებლები, რომლებიც დისტანციურად ერთვებიან მოსკოვიდან და ეს დღის წესრიგში ასახულია შემდეგნარიად – “ონლაინ, მოსკოვი, რუსეთი” – მსგავსი ჩანაწერი კომლევასთან დაკავშირებით არ წერია.
კონფერენციის ქართველმა ორგანიზატორმა ევრაზიის ინსტიტუტის პრეზიდენტმა გულბაათ რცხილაძემ “პირველებს” დაუდასტურა, რომ რუსეთიდან თბილისში 2 ადამიანია ჩამოსული – “ორი კაცია ჩამოსული რუსეთიდან, პროფესორები არიან”.
კომლევას გარდა, კიდევ ერთი მონაწილე, რომელიც მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდა და ვისაც, სავარაუდოდ, გულბაათ რცხილაძე გულისხმობდა, იაკოვლევ ალექსანდრ ივანოვიჩია – ისიც მომხსენებელთა რიგებშია.
თბილისში ФСБ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციის კონფერენცია იმართება. კონფერენცია სახელწოდებით “რუსეთი და მსოფლიო” მიზიდულობის ძალები” დღეს გაიხსნა. კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი კომუნიკაციების კვლევის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტია (НИИКР) – ინსტიტუტის დამფუძნებლები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) საგარეო დაზვერვის (СВР) და КГБ-ს ვეტერანები არიან.
კონფერენციის ორგანიზატორები 2 ქართული და 1 რუსული ორგანიზაციაა: ევრაზიის ინსტიტუტი და SIKHA foundation (ქართული) და НИИКР (რუსული).
რაც შეეხება კონფერენციის ქართველ ორგანიზატორებს, SIKHA foundation-ის დამფუძნებელი არჩილ სიხარულიძეა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და რუსეთის პროპაგანდისტული არხების ხშირი სტუმარია.
ევრაზიის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ასევე პრო-რუსული განწყობებით ცნობილი, გულბაათ რცხილაძეა.
„ტვპირველი“

ასევე დაგაინტერესებთ