ФСБ-ის ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 11 პირი დააკავეს

რუსული მედიის ინფრომაციით, ФСБ-ის დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა პუტინს აცნობა, რომ მოსკოვში, Crocus City Hall-ში მომხდარ ტერაქტის ფაქტზე 11 პირი დააკავეს. მათ შორის, ოთხივე ტერორისტი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ კროკუსზე ტერაქტში.
“მიმდინარეობს შემდგომი სამუშაოები თანამზრახველთა ბაზის იდენტიფიცირებისთვის”, – აცხადებენ პრესსამსახურში.
ს საგამოძიებო კომიტეტში კი ამტკიცებენ, რომ ოთხი ეჭვმიტანილი ბრიანსკის რაიონში, უკრაინის საზღვართან დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს მოსკოვში, Crocus City Hall-ში სროლისა და ხანძრის შედეგად, დაიღუპა 60-ზე მეტი და დაშავდა 145-მდე პირი. თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ჯგუფ “პიკნიკის” კონცერტი მიმდინარეობდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხალხი საკონცერტო დარბაზში იჯდა და კონცერტის დაწყებას ელოდებოდა, როცა დარბაზში სროლა დაიწყო.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში მომხდარ ტერაქტში, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
მოგვიანებით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.