რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (ФСБ) აცხადებს, რომ აღკვეთეს “უკრაინის სპეცსამსახურების კიდევ ერთი მცდელობა, ყირიმის ხიდზე დიდი სიმძლავრის ბომბი აეფეთქებინათ“.
უწყების მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა Chevrolet Volt-ის მარკის ავტომობილში იყო მოთავსებლი და რუსეთში უკრაინიდან ჩავიდა საქართველოს გავლით – “ზემო ლარსის” საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ იგეგმებოდა ავტომობილის კრასნოდარის მხარეში გადაყვანა კერძო გადამზიდავის მიერ მართული ავტომზიდით.
“ეფესბეს” ინფორმაციით მიხედვით, მანქანა შემდგომში სხვა მძღოლისთვის უნდა გადაეცათ, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობის შესახებ არაფერი უნდა სცოდნოდა და ყირიმის ხიდის გავლით ყირიმში ჩასვლისას „უნებლიე თვითმკვლელ ტერორისტად ქცეულიყო“.
იუწყებიან, რომ რუსეთის სპეცსამსახურმა მოახერხა „ასაფეთქებელი მოწყობილობის იდენტიფიცირება და გაუვნებელყოფა“ და ასევე ყველა იმ პირის დაკავება, ვინც რუსეთის ტერიტორიაზე ავტომობილის გადაყვანაში მონაწილეობდა.
რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კიევი და თბილისი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
საქართველოს გავლით ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდების შესახებ განცხადება მოსკოვში 2022 წლის ოქტომბერში ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანის აფეთქების შემდეგაც გააკეთეს. მაშინ რუსეთის ხუთი და უკრაინის სამი მოქალაქე დააკავეს. გარდა ამისა, ბრალდება წაუყენეს საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს – 2024 წელს რუსეთმა ის სახელმწიფოთაშორის ძებნილ პირთა სიაში შეიყვანა.
ტვ „პირველის“ ონფორამციით. რუსული გამოძიების მასალებში ნახსენები სატვირთო მანქანა ინასარიძის დედას ეკუთვნოდა, რომელმაც რუსულ ვერსიას „ბოდვა“ უწოდა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა მაშინ განაცხადეს, რომ ქვეყანას ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან “შემხებლობა არ აქვს”.
ყირიმის (ქერჩის) ხიდი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ აშენდა. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მის მშენებლობას უკანონოდ მიიჩნევს და 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ ხიდი ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე იყო. მისი დაზიანების ერთ-ერთი ბოლო მცდელობა მიმდინარე წლის ივნისში იყო, თუმცა მნიშვნელოვანი დაზიანების გარეშე ჩაირა. მანამდე ხიდზე მოძრაობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სრულად ან ნაწილობრივ იყო შეზღუდული.
ფორუმი
