УП: უკრაინამ რუსეთში, მურმანსკში აეროდრომზე დრონებით იერიში მიიტანა და Ту-22М3-ს დაარტყა

გამოცემა Українська правда უკრაინის თავდაცვის ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მ დღეს, 27 ივლისის დილას უპილოტო საფრენი აპარატებით ს უკიდურეს ჩრდილოეთში, მურმანსკის ოლქში მდებარე აეროდრომ Оленья-ზე იერიში მიიტანა და Ту-22М3 ტიპის შორი მანძილის სტრატეგიულ ბომბდამშენს დაარტყა.
“თავდაცვის ძალების ГУР-ის ოპერაციის შედეგად ოლენეგორსკის მახლობლად Оленья-ს სამხედრო აეროდრომზე, რუსი ოკუპანტების სტრატეგიული ავიაციის ბაზირების ადგილას შორი მანძილის ზებგერით ბომბდამშენზე, Ту-22М3-ზე იერიში იქნა მიტანილი”. – თქვა წყარომ УП-სთან საუბრისას.
გამოცემის წყარომ ასევე დაამატა, რომ უკრაინასა და სამიზნე აეროდრომს შორის მანძილი 1 800 კილომეტრს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ