Транснефть-ის ვიცეპრეზიდენტი, ანდრეი ბადალოვი საკუთარ სახლის ფანჯრებთან მკვდარი ნახეს

მოსკოვში Транснефть-ის ვიცეპრეზიდენტი, ანდრეი ბადალოვი თავისი სახლის ფანჯრების ქვეშ გარდაცვლილი ნახეს. რუსული მედიის ცნობით, წინასწარი ვერსიით გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობაა.
რუსული მედიის მტკიცებით, შემთხვევის დროს ბინაში ბადალოვის მეუღლე და ორი შვილიც იმყოფებოდნენ. თუმცა, მისი ცხედარი საცხოვრებელი კომპლექსის დაცვამ ნახა.
სამართალდამცავმა ორგანოებმა პროპაგანდისტულ ТАСС-ს დაუდასტურეს, რომ გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.
62 წლის ანდრეი ბადალოვი Транснефть-ის ვიცეპრეზიდენტის პოსტ 2021 წლიდან იკავებდა. ის კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციის და ინფორმაციის ტექნოლოგიების საკითხებს ხელმძღვანელობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი – დღეს განათლების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე საუბარი იყო პროგრამებზე, შენ რატომ მიგეგმავ რა უნდა დარჩეს? – ერთხელ გვიღალატეს, მტერს ჩაგვაბარეს, მაგრამ მეორეჯერ არ იქნება, არავინ დათმობს