РДК-ს ლიდერი: კიდევ ერთხელ ვკვეთთ რუსეთის საზღვარს

12 მარტის შეტაკებების შემდეგ რუსული მოხალისეთა კორპუსის (РДК) მეთაურმა, დენის კაპუსტინმა (ნიკიტინი) მიმართვა გაავრცელა. ჩანაწერში მან თქვა, რომ კვლავ შედიან ს ტერიტორიაზე.
“დღეს, 12 მარტს, მოსკოვის დროით 23:00-ზე რუსული მოხალისეთა კორპუსი კიდევ ერთხელ კვეთს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარს. ჩვენი მიზანია, რუსეთის მოქალაქეებს ვუთხრათ, რომ მათ მართავს არალეგიტიმური პრეზიდენტი და მორიგი ცირკის თ მათ მართვას კიდევ 6 წლით გააგრძელებს, შეიძლება უფრო დიდი ხნითაც, საკუთარ სიკვდილამდე. ჩვენი მიზანია, რომ მოვაახლოვოთ მისი სიკვდილი, მისი ჩაძაღლება, არა მხოლოდ პუტინის, არამედ მისი მთელი სისხლიანი რეჟიმის. შემოუერთდით ჩვენს ბრძოლას და თვალი ადევნეთ სიახლეებს.” – თქვა დენის კაპუსტინმა.
12 მარტის გამთენიისას უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეობრივმა დანაყოფებმა: ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ, რუსულ მოხალისეთა კორპუსმა და ს ბატალიონმა გაავრცელეს ცნობები, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ. ეს ინფორმაცია გავრცელებული იყო ტელეგრამ-არხებზეც. პროუკრაინულმა ჯგუფებმა დეტაკებებისთვის ტანკებიც გამოიყენეს. გავრცელდა კადრები, სადაც, სავარაუდოდ, მათი ტანკების რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილებაც ჩანდა.
შეტაკებები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მოხდა. ლეგიონ რუსეთის თავისუფლებაში ამბობდნენ, რომ მათ კურსკის ოლქში საზღვრის გარღვევაც შეძლეს. ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, იყო შეტაკებები, თუმცა მოწინააღმდეგემ საზღვარი ვერ გაანგრია.