Проект: მაკა ასათიანის ოჯახის ბიზნესპარტნიორი ГРУ-ს უფროსის მოადგილის შვილია

საქართველოში აშენებული პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დამფუძნებლის და მფლობელის, მაკა ასათიანის ოჯახი ს სამხედრო დაზვერვის (ГРУ) უფროსის მოადგილის ოჯახის ბიზნესპარტნიორია.
კერძოდ, გამოცემა პროექტმა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც აღმოაჩინა, რომ მაკა ასათიანის შვილი და ვლადიმერ ალექსეევის, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ГРУ) მთავარი დირექტორატის უფროსის პირველი მოადგილის შვილი – ერთობლივ ბიზნესს მართავენ.
პროექტი წერს, რომ მაკა ასათიანის ვაჟი პირველი ქორწინებიდან, კახა ჟორ, ადრე ნავთობის ბიზნესით იყო დაკავებული – 2016 წლიდან 2023 წლამდე ის ფლობდა რუსულ ნავთობტრეიდერ Oil Energy Group-ს, რომლის წლიური შემოსავალი იმ დროს 17,5 მილიარდ რუბლს აღწევდა.
ასევე, პროექტი წერს, რომ 2018 წლიდან კახა ჟორდიანია ნავთობპროდუქტების საავტომობილო ტრანსპორტით დაკავებული კომპანიის, SDO-Logistic-ის 25%-იან წილს ფლობს – კომპანიის შემოსავალმა 2024 წელს 838 მილიონ რუბლს მიაღწია, ხოლო ზარალი 55 მილიონის იყო.
პროექტის თანახმად, სწორედ ამ კომპანიაში – SDO-Logistic-ში მისი ბიზნესპარტნიორი და 51%-იანი წილის მფლობელი ვინმე სერგეი ალექსეევია. პროექტმა გაარკვია, რომ ის ს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ГРУ) მთავარი დირექტორატის უფროსის პირველი მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ალექსეევის ვაჟია.
ბიზნესში ჩართვამდე ვლადიმერ ალექსეევის ვაჟი რუსნეფტში მუშაობდა, რომელმაც Reuters-ის თანახმად, 2025 წლის 21 ოქტომბერს საქართველოში ნავთობის პირველი ტვირთი ჩამოიტანა.
2025 წლის ოქტომბერში საქართველოში რუსულმა კომპანია რუსნეფტმა, შავი ზღვის სანაპიროზე, ყულევში ახალაშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა.
LSEG-ისა და ერთ-ერთი ტრეიდერის ინფორმაციით, ტანკერმა კაისერიმ 105 340 ტონა Siberian Light მარკის ნავთობი რუსეთის შავი ზღვის პორტიდან, ნოვოროსიისკიდან ჩაიტანა ყულევის ნავთობტერმინალში – 6 ოქტომბერს.
ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ წელიწადში 1 200 000 ტონა ნავთობი უნდა გადაამუშაოს.