Первый отдел – საქართველოში გაუჩინარებული რუსი აქტივისტი რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება

იურისტთა და უფლებადამცველთა ღია საზოგადოების, Первый отдел-ის ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ საქართველოში გაუჩინარებული რუსი აქტივისტი, რაფაილ შეპელევი ნიჟნი ტაგილის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ შეპელევს ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა, რაც თავისუფლების 10-დან 20 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს, და ტერორიზმის გამართლება, რაც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შეპელევი ს უშიშროების ძალების პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. ის თბილისიდან ცხინვალის რეგიონში მოტყუებით გადაიყვანეს, იქ დააკავეს, ვლადიკავკაზში გადაიყვანეს, ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, რა დროსაც ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის საქმეზე და აღკვეთის ღონისძიება შეუფარდეს, შემდეგ კი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიების ადგილზე, ნიჟნი-ტაგილის წინასწარი დაკავების იზოლატორში გაგზავნეს“, – აცხადებენ Первый отдел-ის უფლებადამცველები.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას – ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი