„ОДКБ სომხეთისთვის პრობლემებს ქმნის“ – ფაშინიანი

ს შექმნილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში [ოდკბ] წევრობა სომხეთს არათუ არ ეხმარება, არამედ პრობლემებსაც უქმნის, ამბობს სომხეთის პრემიერ-მინისტრი .
„ვამბობდი, რომ ოდკბ ნაცვლად იმისა, რომ ასრულებდეს უსაფრთხოების სფეროში თავის ვალდებულებებს სომხეთის წინაშე, პირიქით, სომხეთისთვის პრობლემებს ქმნის“, – ციტირებს მას „გაზეტა.რუ“.
პარლამენტში გამოსვლისას ფაშინიანმა აგრეთვე განაცხადა, რომ სომხეთმა ორგანიზაციაში წევრობა იმიტომ გაყინა, რომ არ ესმის, თუ რატომ უნდა მიიღოს მონაწილეობა მის მუშაობაში, ვინაიდან ოდკბ-ს, ს თხოვნის მიუხედავად, არ აუხსნია, რაში მდგომარეობს მისი პასუხისმგებლობა სომხეთთან მიმართებაში.
ბოლო დროს სომხეთი სულ უფრო და უფრო ცდილობს სგან დისტანცირებას. ცოტა ხნის წინ სომხეთმა გაყინა თავისი წევრობა „ოდკბ“-ში, რუსეთის მიერ შექმნილ თავდაცვით ორგანიზაციაში. აგრეთვე, ერევანი შეუერთდა ჰააგის სასამართლოს. ამ ყველა ნაბიჯმა მოსკოვში უკმაყოფილება გამოიწვია. უახლეს ანგარიშში რუსეთის საგარეო უწყების შექმნილმა ფონდმა სომხეთის ირგვლივ რუსი ექსპერტების „განგაშზე“ განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ოპოზიციაში ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ: შეიძლება, კაცის კვლა, დაწვა, გამოხატვის თავისუფლებაში შეიყვანონ – ლაზარე გრიგორიადისის „გაგმირება“ გვახსოვს, შემდეგ რა სცადა „ხანდაზმულმა ლაზარემ“, ელისაშვილს ვგულისხმობ, ისიც ვნახეთ

ირაკლი კირცხალია – ვსაუბრობთ ოპტიმიზაციასა და ეფექტურობაზე, რაც კონვერტირდება ერთ რაიონში ლამაზი, თანამედროვე სტანდარტების სამთავრობო ქალაქის შექმნის იდეაში – ეს არცერთ ვარიანტში ბიუჯეტს არ უნდა დააწვეს