უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) ინფორმაციით, გაეცნენ რუსეთში შექმნილ დოკუმენტს, რომელშიც 2045 წლამდე მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის განვითარების შესახებ პროგნოზებია გაკეთებული.
ГУР-ის უფროსის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ, უკრაინულ გამოცემა Interfax-Ukraine-სთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი ასევე უკრაინის ტერიტორიის სამ ნაწილად გაყოფის გეგმას შეიცავს.
“პირველ რიგში, დაზვერვის მთავარი სამმართველოსთვის ცნობილია ეს დოკუმენტი. უფრო მეტი რომ ვთქვა, ეს დოკუმენტი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დაახლოებით წინა წლის დეკემბერში მომზადდა. ეს დოკუმენტი აყალიბებს გარკვეული პერიოდისთვის – სულ მცირე, 10 წლით – გრძელვადიანი თავდაცვითი დაგეგმარების საფუძველს. კერძოდ, ეს დოკუმენტი შეიქმნა 2026-2035 წლებისთვის, 2045 წლამდე პერსპექტივით”. – განაცხადა სკიბიცკიმ.
მან დაამატა, რომ ის, რაც დოკუმენტში წერია გლობალურ და რეგიონულ დონეზე მოვლენების მომავალ განვითარებას და ასევე იმას ეხება, თუ რას მიიჩნევს რუსეთის ფედერაცია თავისთვის საფრთხედ.
სკიბიცკის თქმით, იმისთვის, რომ რუსეთს ძლიერი ეკონომიკური, დემოგრაფიული, ტერიტორიული და სამხედრო პოტენციალი ჰქონდეს, პუტინს მთელი უკრაინა სჭირდება.
“რაც შეეხება უკრაინის დაყოფის შესაძლებლობას. უდავოდ, რუსეთის ფედერაციის სტრატეგიულ მიზნად ჩვენი სახელმწიფოს სრული ოკუპაცია რჩება”. – თქვა უკრაინის ГУР-ის უფროსის მოადგილემ.
სკიბიცკის მიხედვით, “ეს განვითარების სცენარი, [უკრაინის] ტერიტორიის შესაძლო დაყოფით, 2035-45 წლისთვის კი არაა აქტუალური. იგი უკვე ახლო მომავალში იქნება რელევანტური, 2026 წლისთვის, შეიძლება, უფრო ადრეც”.