ГРУ-ს ოფიცრის ავტომობილის აფეთქებაში ეჭვმიტანილი თურქეთიდან რუსეთში გადაიყვანეს

ГРУ-ს ოფიცრის მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილი, ევგენი სერებრიაკოვი თურქეთიდან რუსეთში, მოსკოვში გადაიყვანეს.
ს მტკიცებით, სერებრიაკოვი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) გადაიბირა. გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ეჭვმიტანილი ამბობს, რომ СБУ რუსი ოფიცრის მკვლელობისთვის მას 10-დან 20 ათასამდე დოლარს დაჰპირდა. უცნობია რა გარემოებებში მოხდა ამ ჩვენების მიცემა.
სერებრიაკოვი 24 ივლისს, მოსკოვში მომხდარი აფეთქების დღეს ბოდრუმში დააკავეს.
თურქეთის შინაგამ საქმეთა მინისტრი 24 ივლისს ამბობდა, რომ ძებნილზე ინფორმაცია ადგილობრივი დროით 10:30-ზე მიიღეს. მოთხოვნაში ნათქვამი იყო, რომ ევგენი სერებრიაკოვმა, რომელიც დააკავეს, ტერაქტი ჩაიდინა და მოსკოვში ავტომობილი ააფეთქა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ასევე ნათქვამი იყო, რომ ეჭვმიტანილი თურქეთში მოსკოვი-ბოდრუმის რეისით ჩავიდა.
24 ივლისის გამთენიისას მოსკოვში აფეთქდა Toyota Land Cruiser-ი, რომელიც, მედიის ცნობით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერს ეკუთვნოდა. აფეთქების შედეგად დაშავებულმა კაცმა დაკარგა ორივე ტერფი, ხოლო ქალმა სახის დაზიანება მიიღო.
Интерфакс-ის ცნობით, მანქანა ეკუთვნოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პოლკოვნიკს (კომერსანტის ცნობით, მაიორს). მედია Агентство-ს ცნობით, აფეთქების შედეგად დაშავდა ანდრეი ტორგა, რომელიც რუსეთის დაზვერვის მთავარ სამმართველოში (ГРУ) მუშაობს.