„გაზპრომის“ ვიცე-პრეზიდენტის ელენა ილიჰინას გადაწყვეტილებით, კომპანიაში თანამშრომლების რაოდენობა ორჯერ, 4100 ადამიანიდან 2500-მდე შემცირდება. ინფორმაცია Forbes-ს ინფორმაციული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა სერგეი კუპრიანოვმა დაუდასტურა.
როგორც ილიჰინა განმარტავს, „გაზპრომის“ წინაშე არსებული გამოწვევები მოითხოვს გადაწყვეტილებების მიღების და მომზადების დროის შემცირებას, რისთვისაც საჭიროა განმეორებითი ფუნქციების გასწორება და ზედმეტი ბიუროკრატიული პროცესების აღმოფხვრა, რომლებიც ჭარბი პერსონალით წარმოიქმნება. ასევე, ადმინისტრაციას აქვს პრეტენზია, რომ თანამშრომლები რეგულარულად არ არიან დაკავებული კომპანიის საქმიანობით.