„ჰუსიტებმა“ იემენიდან ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, რის გამოც აეროპორტი ერთი საათით დაიხურა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
თავდასხმას ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი გამოეხმაურა.
„ვინც არ უნდა დაგვაზიანოს, შვიდმაგად დავარტყამთ, – განაცხადა კაცმა.
