„ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშებს ისრაელში მსხვერპლი მოჰყვა

„ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშების შედეგად, ისრაელში ერთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ს „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახური ავრცელებს.
ისრაელის „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, „ჰეზბოლას“ სარაკეტო დარტყმების შედეგად, ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კირიათ-შმონაში 25 წლის მამაკაცი დაიღუპა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმები ღამით, სამხრეთ ლიბანში ისრაელის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშებზე პასუხს წარმოადგენდა, რომლის შედეგადაც, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით სულ მცირე 30 რაკეტა გაუშვა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჭარბმა უცხოურმა ჩარევამ გზა უნდა მისცეს ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემას, ხოლო უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა – ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას

შალვა პაპუაშვილი – სხვადასხვა ქვეყანაში, დემოკრატიზაციის სახელითა და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოყენებით, სამართლის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრამ, დაარღვია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ძირითადი საყრდენები