ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია იმუქრება, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მძევლები ღაზის სექტორიდან ცოცხლები ვერ გამოვლენ. მუქარა ჰამასის სამხედრო ფრთის ალ-კასამის ბრიგადების სპიკერმა აბუ ობეიდამ ტელევიციით გაავრცელა.
ჰამასის ტყვეობაში ამ დრომდე 137 მძევალი რჩება. 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰამასის ტერორისტებმა 240 მძევალი აიყვანეს. მათი ნაწილი ჰამასმა ისრაელის მხრიდან დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სანაცვლოდ გამოუშვა.
დარჩენილი მძევლებიდან ათი 75 წელს გადაცილებულია. მძველებს შორის 126 ისრაელის, 11 კი უცხოეთის, მათ შორის 8 ტაილანდის მოქალაქეა.
