ჰაგიოგრაფია უნდა ისწავლებოდეს სკოლაში – გიორგი კეკელიძე

პატივს ვცემ ყველა კვალიფიციურ მოსაზრებას, მაგრამ ჩემი აზრით, ,,შუშანიკის წამება” უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, რადგან პირველადვე – ლიტერატურა არის სტილი და მის მიღმა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა განზრახულობით იწერება იგი, ემიჯნება თუ არა გამონაგონობას და სხვა. შუშანიკის წამების ლიტერატურული სტილი არის მაღალი. თუ ლიტერატურა, განსაკუთრებით პროზა უნდა აჩენდეს კითხვებს, იძლეოდეს ინტერპრეტაციის და დისკუსიის შესაძლებლობას – მანდაც შესანიშნავი საშუალებებია ამ ტექსტში. ცხადია, შესწავლის ასაკი და სწავლების ფორმა გაუგებარი და შესაცვლელია. გაუგებარია ზეპირობის ვალდებულებაც, მით უფრო ამის ნიშნებში ასახვა – მიუხედავად იმისა, რომ მე სუბიექტურად მომწონს დაზუთხვის ვარჯიში. ლიტერატურისთვის და მისი ისტორიისთვისაც ეს ნაწარმოები ხაზგასმით მნიშვნელოვანი მგონია.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – მაქვს სია, სადაც შემავალი პირები დღეს უნდა აირჩიონ საუბნო კომისიის წევრებად – კანონში წერია, რომ საუბნო კომისიის წევრები უნდა იყვნენ მიუკერძოებლები, მაგრამ ამ სიაში მყოფ პირებს არანაირი კავშირი არა აქვთ მიუკერძოებლობასთან და ობიექტურობასთან

ხატია დეკანოიძე – ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები ამჟღავნებს იმას, თუ რა სურს ბიძინა ივანიშვილს – მას სურს გაღატაკებული, იზოლაციაში და რუსეთის პირისპირ, მარტო დარჩენილი საქართველო

ხატია დეკანოიძე – ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები ემთხვევა მოსაზრებას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილშია – ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნებში საქართველოს მოქალაქეების ნების ასახვა