ჯო ბაიდენი: მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც პუტინი შეაჩერა, მე არ ვაწარმოებ უბრალოდ კამპანიას, არამედ მსოფლიოს ვმართავ

მე ვარ ის ადამიანი, ვინც კრემლის მმართველი, შეაჩერა – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ბაიდენმა მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად უკრაინის მხარდაჭერა და ამ მიზნით 50-ზე მეტი მოკავშირის გაერთიანება დაასახელა.

„მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც ნატო გააერთიანა. არავის ეგონა, რომ მის გაფართოებას შევძლებდი. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც პუტინი შეაჩერა. არავის ეგონა, რომ ეს მოხდებოდა. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც AUKUS-თან [სამმხრივი თავდაცვითი ხელშეკრულება, რომელიც ავსტრალიას, გაერთიანებულ სამეფოსა და -ს შორის დაიდო] ერთად სამხრეთ წყნარი ოკეანის ინიციატივა შეიმუშავა. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც უკრაინის დასახმარებლად 50 ქვეყანა გამოიყვანა არა მარტო ევროპაში, არამედ ევროპის ფარგლებს გარეთაც“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. 

მისივე თქმით, კარგ ფორმაშია და საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხება შეუძლია.

„კოგნიტურ ტესტს ყოველდღე ვიტარებ. ყველაფერს ვაკეთებ. მე არამარტო კამპანიას ვაწარმოებ, არამედ მსოფლიოს ვმართავ. ეს გაზვიადებულად არ უნდა ჟღერდეს, რადგან ჩვენ ვართ ყველაზე მნიშვნელოვანი ერი მსოფლიოში“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?