ჯო ბაიდენის თანაშემწე ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე: ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზეა

აშშ-ის პრეზიდენტის ს სპეციალურმა თანაშემწმემ და ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა გლობალნიუსთან ინტერვიუში საქართველოში ვითარებაზე ისაუბრა.
ჟურნალისტმა მას სანქციებთან დაკავშირებით ჰკითხა, რაზეც მან თქვა, რომ -მა უკვე გადადგა ნაბიჯები და არ გამორიცხა შემდგომი ზომების მიღება, სანქციების ჩათვლით, “რათა პასუხი გაეცეთ იმას, რასაც საქართველოში ახლა ვხედავთ”.
“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ჩვენ მთელი რიგი ზომები გავატარეთ და ეს მოხდა იმ მიმდინარე საპროტესტო აქციებამდე, რაც ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის შეჩერებასს მოჰყვა. მას შემდეგ, რაც უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიიღეს და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისა და დაშინების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები გაატარეს, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები საქართველოს მთავრობისთვის დახმარების შესაჩერებლად. ეს გახლავთ 95 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება, რაც ამჟამად შეჩერებულია.
ცოტა ხნის წინ კი, შევაჩერეთ სტრატეგიული პარტნიორობაც. ასევე, სხვადასხვა ინსტუტიციის წარმომადგენელ ქართველ ათობით მაღალჩინოსანზე სანქციები დავაწესეთ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში. ასე რომ, ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯები და არ გამოვრიცხავთ შემდგომი ზომების მიღებას სანქციების ჩათვლით, რათა პასუხი გავცეთ იმას, რასაც საქართველოში ახლა ვხედავთ”, – თქვა მან.